Bloomberg: თბილისი - ქალაქი, რომელიც აკავშირებს კულტურას, ხალხს და ისტორიას
Bloomberg-მა თბილისისა და ბათუმის ტურისტული ადგილების შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, - სტატია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიის მარკეტინგულ კამპანიის ნაწილია.
„თბილისი - ეს არის დედაქალაქი რომელიც კულტურას, ხალხს და ისტორიას აკავშირებს. 21-ე საუკუნეში თბილისის ტრანფორმაცია მოხდა. ახალი და თამამი არქიტექტურა, დინამიკური ელექტრო მუსიკა და მოდის სცენები, ამ ყველაფრით საქართველომ თანამედროვე კრეატიული მიმართულებით მყარი პოზიცია დაიმკვიდრა“,-წერს Bloomberg. სტატიაში მკითხველი თბილისური ცხოვრების შესახებ ქართველი არტისტების, დიზაინერებისა და ფოტოგრაფების შეხედულებებს გაეცნობა.
სტატიაში საუბარია საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდის ტენდენციასა და ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე. Bloomberg განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს პანდემიის შემდეგ გაზრდილ ტურისტთა რაოდენობაზე.
„2013-2018 წლებში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 66%-ით გაიზარდა, საერთაშორისო მოგზაურთა წლიურმა რაოდენობამ კი პანდემიამდე 9,3 მილიონს მიაღწია. საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ 3,7 მილიონია. ეს ტენდენცია, როგორც ჩანს გრძელდება. 2022 წელს, 9 თვეში საქართველომ 4 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა. რაც 199%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“,-წერს Bloomberg.
Bloomberg-ი სტატიაში საუბრობს საქართელოზე, როგორც მსოფლიოს ყველაზე საინტერესო მოდის მიმართულებაზე და მაგალითად სოხუმში დაბადებული დემნა გვასალია მოჰყავს.
„თბილისი კიდევ ერთი მიმართულებით გახდა მოდური ადგილი. 2017 წელს გავლენიანმა მოდის ბლოგმა საქართველო გამოაცხადა მსოფლიოს ყველაზე საინტერესო მოდის მიმართულებად. საქართველოს ქალაქ სოხუმში დაბადებულმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ თავისი კოლექციის გამოშვება 2014 წელს დაიწყო, რითაც ერთანეთს ქუჩისა და პოდიუმის სამყაროები დააკავშირა. ეს მოდის ინდუსტრიას აშკარად მოეწონა და ის LVMH-ის ახალგაზრდა მოდის დიზაინერად დაასახელეს 2015 წელს. ამის შემდეგ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა“,- აღნიშნულია Bloomberg-ის სტატიაში.
Bloomberg მკითხველს თბილისთან ერთად ბათუმში მოგზაურობასაც ურჩევს და მკითხველს ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ქალაქის შესახებ მოკლე ექსკურსს სთავაზობს.
„ზაფხულში ბათუმი საქართველოს მეორე დედაქალაქი ხდება, ეს არის ქალაქი, რომელიც გამოირჩევა ცოცხალი ხელოვნებით, მუსიკითა და აზიური გავლენით შეზავებული სამზარეულოთი. ბათუმი სრული სიმძლავრით წინ მიიწევს. წელს, ოქტომბერში ბათუმი World Travel Awards“-მა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებად დაასახელა. აქ თქვენ შეხვდებით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ არქაულ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს“, - წერს Bloomberg.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორ ვიდეორგოლს და სამ სტატიას ამზადებს.
კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლებსა და სტატიებს ჯამში 6 მილიონზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ეყოლება მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე: დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, ბაჰრეინში, კატარში, ომანსა და ისრაელში. კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.