Bees Airline საქართველო-უკრაინას შორის რეგულარული ფრენების რაოდენობას ზრდის
უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ი, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ოპერირება მიმდინარე წლის 30 აპრილიდან დაიწყო, რეგულარულ რეისებს კიევი - ბათუმი - კიევის და ხერსონი - თბილისი - ხერსონის მიმართულებით შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება:
კიევი - ბათუმი - კიევი, 9 ივნისიდან 27 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს, 13 ივნისიდან 24 ოქტომბრამდე - ყოველ კვირას, 11 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე - ყოველ პარასკევს და 14 ივნისიდან 27 სექტემბრამდე - ყოველ ორშაბათს;
ხერსონი - თბილისი - ხერსონი, 11 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე - ყოველ სამშაბათს და პარასკევს.
ამასთან Bees Airline-ი ამატებს კვირაში 2 სიხშირეს კიევი - თბილისი - კიევის მიმართულებით და ჯამში ავიაკომპანია ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ახალი მიმართულებებით და დამატებითი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 2 ივნისს მიანიჭა.