ტურიზმი
14/12/2021

Bees Airline-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის

ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, დაბალბიუჯეტიანი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline-ი თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, 2021 წლის 22 დეკემბრიდან 2022 წლის 26 მარტის ჩათვლით, კიევსა და თბილისს შორის დამატებითი რეგულარული ფრენები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს.

განახლებული განრიგის მიხედვით, ავიაკომპანია Bees Airline-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს.