ტურიზმი
05/11/2020

ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო შეინარჩუნა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმანეტის ინფორმაციით, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო შეინარჩუნა და უკვე მეორედ ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.
 
„სასიხარულოა, რომ მიუხედავად პანდემიისა, ჩვენმა ქალაქმა ისევ შეძლო ტურიზმის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება. გილოცავთ ყველას!“-აცხადებენ დეპარტამენტში. 
 
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს World Travel Awards-ის ჯილდო მტირალას ეროვნულმა პარკმაც მიიღო. 
Businesspartner