ტურიზმი
16/11/2021

ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით ავიარეისები დაინიშნა

ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით ნოემბერში დამატებით 5 რეისი დაინიშნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დატვირთულობის მაღალი მაჩვენებლის საფუძველზე მიიღო.

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ასევე ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით დამატებით თითო რეისი შესრულდება. გიორგობას, 23 ნოემბერს კი თითო რეისი თბილისი-ბათუმი-თბილისის, ნატახტარი-მესტია-ნატახტარისა და ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით განხორციელდება.

შეგახსენებთ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ბილეთის საფასური 125 ლარია, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარი, ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 3 წლამდე ჩვილები უფასოა, 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე