ტურიზმი
25/06/2020
ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას 30 ივნისიდან განაახლებს
30 ივნისიდან ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას განაახლებს.
დელფინარიუმის ადმინისტრაციის ცნობით, დელფინების შოუს მიმდინარეობისას, ვიზიტორების ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
მაყურებელთა შორის დაცული იქნება სოციალური დისტანცია და შოუზე დასასწრები ბილეთები ადგილების გამოტოვებით გაიყიდება.
ბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაცია მოუწოდებს ვიზიტორებს დელფინარიუმსა და აკვარიუმში განთავსებული საინფორმაციო დაფებით იხელმძღვანელონ.
30 ივნისიდან, დელფინების შოუ ყოველ სამშაბათს და შაბათ-კვირას 16:00 საათზე გაიმართება.
ბილეთის ფასი – 15 ლარია (ხანგრძლივობა 30-35 წუთი). 6 წლამდე ასაკის პატარებისათვის კი შოუზე დასწრება უფასოა.