ბათუმის აეროპორტი ყაზახეთიდან, საუდის არაბეთიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან ახალ რეისებს მიიღებს
ბათუმის აეროპორტი ყაზახეთიდან, საუდის არაბეთიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან ახალ რეისებს მიიღებს.
15 მაისს ყაზახურმა ავიაკომპანია Air Astana ბათუმის აეროპორტში ალმა-ატა - ბათუმი -ალმა-ატის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. რეისები კვირაში სამჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათობით შესრულდება.
„2019 წელს საქართველომ ყაზახეთიდან 103 611 ტურისტი მიიღო,რაც 75.5%-ით მეტია წინა წელთან შდარებით და ეს მიმართულება საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი ტურისტული თვალსაზრისით“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
sova.news-ის ცნობით, დღეს ბათუმის აეროპორტი საუდის არაბეთიდან პირველ რეისს მიიღებს. რეისებს ავიაკომპანია Flynas-ი შეასრულებს. ივნისში ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს პოლონური გადამზიდავი LOT-ი და უკრაინული Ukraine International Airlines-იც. LOT-ი ვარშავიდან, ხოლო Ukraine International Airlines-ი კიევიდან იფრენს.