ტურიზმი
22/02/2023

"ბაკურიანში მიმდინარე ჩემპიონატს სარესტორნო სექტორი მომზადებული დახვდა"

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბაკურიანში მიმდინარე სპორტულ ღონისძიებას სტუმარ-მასპინძლობის სექტორი შესაბამისად მომზადებული დახვდა.

როგორც შოთა ბურჯანაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ვიზიტორებს სარესტორნო ბიზნესი შეძლებისდაგვარად კარგ მომსახურების სერვისს სთავაზობს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი ღონიძიება იყო, სექტორი მზადყოფნაში დახვდა. ვიცოდით რა რიცხვებზე იყო საუბარი და როგორი მოლოდინი უნდა გვქონოდა, შესაბამისად , ამ ყველაფერს სტუმარ მასპიძლობის ინდუსტრია მომზადებული დახვდა.

რეალურად, ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ იმ სერვისს რაც შესაძლებელია, ეს რა თქმა უნდა არ არის უმაღლესი ხარისხი, მაგრამ პროცესები ნელ-ნელა განვითარებისკენ მიდის,“-აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ტურიზმში დღეს უპრეცენდენტო რიცხვები ფიქსირდება როგორც ვიზიტორების რაოდენობის ისე შემოსავლების კუთხით.

„პერსპექტივაში ეს მაჩვენებლები კიდევ უნდა გაიზარდოს. უფრო დადებითი შედეგები უნდა მივიღოთ, თუმცა აქ არის ერთი ძალიან დიდი გამოწვევა, რომელიც გულისხმობს სერვისის სწორ მიწოდებას. რაც უფრო იზრდება ვიზიტორთა რიცხვი, მოთხოვნილლებებიც იზრდება, აქედან გამომდინარე უნდა დაიწყოს სტანდარტიზაცია ყველა მიმართულებით. ასევე, კადრების დეფიციტის შევსება უნდა მოხდეს. ის რიცხვები, რაც გვაქვს დღეს მოკლევადიან პერსპექტივაში, გაზაფხულის და ზაფხულის პერიოდში დარმუნებული ვარ, რომ ერთიორად გაიზრდება.“-განმარტა შოთა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.

ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით იმართება, რომელშიც 42 ქვეყნის (ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, იაპონია, კანადა, აშშ  და სხვა) 700-მდე სპორტსმენი ასპარეზობს. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება.

Businesspartner