ტურიზმი
14/02/2023

ბაკურიანში ხვალიდან სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდება

ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.

კერძოდ, საუბარია შემდეგ შეზღუდვებზე:

15 თებერვლიდან - 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00-დან - 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება "რუმსი-კოხტას" საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე.

15 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ კუთხის "ნიკორამდე".

15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, 09:00-დან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც იმოძრავებს სპეციალურად ჩემპიონატისთვის დანიშნული მარშრუტებით. მათ შორის, სრულად შეზღუდულ მონაკვეთებზე - კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროებამდე.

16:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე კი საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია შეუზღუდავად.

 გახანგრძლივდა კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროების მუშაობის დრო - 09:00-დან 18:00 საათამდე.

"გაითვალისწინეთ, საბაგიროებთან არსებულ ავტოსადგომებზე, 10:00-დან - 16:00 საათამდე, დგომა დაშვებულია მხოლოდ ჩემპიონატის ავტომობილებისთვის.

ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მოწყობილია უფასო და ფასიანი ავტოსადგომები ვიზიტორებისთვის, შემდეგ არეალებში:-სასტუმრო „მგზავრების“ მოპირდაპირე მხარეს (შესვლა 9 აპრილის ქუჩიდან);
-25-იანების გვერდით და მოპირდაპირე მხარეს;
-მუნიციპალური ავტოსადგომი ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე.
-15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ორივე მონაკვეთზე:
-რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე;
-დიდველის სადგომიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე.

გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არასწორი პარკირების აღკვეთა მოხდება 24 საათის განმავლობაში.
არასწორი პარკირების აღკვეთა ასევე ხდება:
-სასტუმრო მგზავრებიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე;
-ე.წ. კუთხის ნიკორადან ანდეზიტის მიმართულებით პირველ გზაჯვარედინამდე;
-დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩაზე.

შეგახსენებთ, 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, საქართველოს სამთო კურორტი ბაკურიანი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023