აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აზერბაიჯანიდან მაღალი რეიტინგული გამოცემების ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს უმასპინძლა,- ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესტურის ფარგლებში უცხოური მედიის წარმომადგენლები თბილისს, წინანდალს, სიღნაღს, ვარძიას, ახალციხეს ეწვივნენ. ტურის ფარგლებში პრესის წარმომადგენლებმა ქვემო ქართლის ტურისტულად საინტერესო ადგილები მოინახულეს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და ფოტოგრაფები გაეცნენ ტურისტულ პროდუქტებს, კულტურულ ძეგლებს, სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს. მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პოპულარული ბეჭდური და ონლაინ გამოცემებისთვის სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ. პრესტურის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია მეზობელ ქვეყანაში და აზერბაიჯანიდან ტურისტული ნაკადების გაზრდა.