ტურიზმი
23/09/2020
ავიარეისების რაოდენობით, საქართველო 42 ევროპულ ქვეყანას შორის 39-ე ადგილზეა
20 სექტემბერს შესრულებული ავიარეისების რაოდენობით, ევროპის 42 ქვეყანას შორის, საქართველო 39-ე ადგილზეა. სტატისტიკა Eurocontrol-მა გამოაქვეყნა.
20 სექტემბერს საქართველოში 26 რეისი შესრულდა (მოფრენა-გაფრენა), რაც 6 სექტემბერთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.
საქართველოზე ნაკლები ფრენა ჩრდილოეთ მაკედონიაში (25), ბოსნია და ჰერცეგოვინასა და სომხეთში (24-24) განხორციელდა.
Eurocontrol-ი აღნიშნავს, რომ სექტემბრის ორკვირიან პერიოდში (6-დან 20 სექტემბრამდე) ფრენების რაოდენობა თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში შემცირდა.
ცნობისთვის, 14 აგვისტოს მდგომარეობით, ევროპის 42 ქვეყანას შორის საქართველოში ყველაზე ნაკლები ფრენა სრულდებოდა.