ტურიზმი
21/12/2020

ავიაკომპანიები ფრენების გაზრდას გეგმავენ - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ ფრენების გაზრდას გეგმავენ.

„არ შევჩერდები ღია ცის პოლიტიკაზე, რომელმაც საქართველოს ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა. პანდემიისა და დროებითი სირთულეების მიუხედავად, არც ერთ ავიაკომპანიას არ გამოუთქვამს საქართველოს დატოვების სურვილი. პირიქით, ფრენების გაზრდას გეგმავენ როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება“,- განაცხადა თურნავამ.