ტურიზმი
08/12/2022

ავიაბაზრის ლიდერობას Wizz Air-ი ინარჩუნებს

საქართველოს ავიაბაზრის ლიდერობას უნგრული ლოუქსოტერი Wizz Air-ი ინარჩუნებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში Wizz Air-მა რეგულარული და ჩარტერული რეისებით 469 222 მგზავრი გადაიყვანა, ამ მაჩვენებლით ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის 13%-ის მფლობელია.

მეორე ადგილზე 12%-იანი წილით თურქული Turkish Airlines-ია, რომელიც 456 802 მგზავრს მოემსახურა.

ავიაბაზრის 9%-იან წილს თურქული ავიაგადამზიდავი Pegasus Airlines-ი ფლობს, რომელმაც 333 056 მგზავრი გადაიყვანა თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში.

ტოპ ხუთეულში მეოთხე ადგილს 6%-იანი წილით ბელარუსის ავიაკომპანია Belavia გადაყვანილი 207 451 მგზავრით. 5-5%-იანი წილის მფლობელია არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai, აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ი და ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი.

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ავიაბაზარზე მგზავრების 97%-ს უცხოური ავიაკომპანიები მოემსახურნენ, დარჩენილ 3%-ს კი ეროვნული ავიაკომპანია.

Businesspartner