ტურიზმი
20/10/2020
ავიაბაზარს ახალი ლოუ-ქოსტერი Air Georgia შეემატება - კომპანია Airbus A320-ის 2 თვითმფრინავს ჩამოიყვანს
საქართველოს ავიაბაზარზე პირველი დაბალბიუჯეტური ქართული ავიაკომპანია Air Georgia გამოჩნდება, კომპანია ოპერირებას Air Georgia Express-ის ბრენდით გეგმავს.
ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ევროპისა და შუა აზიის მიმართულებით შეასრულებს.
Air Georgia დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Airbus A320 ტიპის ორ თვითმფრინავს ჩამოიყვანს, რაშიც კომპნიამ 50 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. თვითმფრინავები 180 მგზავრზეა გათვლილი.
როგორც ავიაკომპანიის დამფუძნებელი გიორგი კოდუა აცხადებს, რეისების ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება, მას შემდეგ რაც ავიაკომპანია “საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან“ ყველა შესაბამის ნებართვას მიიღებს. მომავალში კი Air Georgia საკუთარ ავიაპარკს კიდევ ორ თვითმფრინავს დაამატებს.