ტურიზმი
02/12/2022

Auroom Bakuriani resort: მსოფლიო ჩეპიონატისთვის ყველა ნომერი დაჯავშნილია

Auroom Bakuriani resort-ის აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ქოჩლაძე  ზამთრის სეზონზე დიდ მოლოდინებს ამყარებს და აცხადებს, რომ ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ბაკურიანში, 2023 წლის თებერვალში დაიწყება, HoReCa სექტორისთვის საკმაოდ შემოსავლიან იქნება.

მისი განცხადებით, ჩემპიონატის ჩატარების პერიოდისთვის(თებერვალი-მარტი) სასტუმრო სრულად დაჯავშნილია, ეს აქტივობა კი საბოლოო ჯამში კომპანიის შემოსავლებზე საკმაოდ დადებითად აისახება.

"ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელსაც ჩემპიონატზე დასწრების მსურველები ჩამოჰყავს და მათ განთავსებაში ეხმარება,"-აცხადებს ქოჩლაძე. 

მისივე ინფორმაცით, ასევე  ჯავშნებია ახალი წლის პერიოდზეც, დასვენების მსურველები არიან როგორც  ადგილობრივები, ისე ტურისტები არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და ევროპის ქვეყნებიდან. 49 ნომრიანი Auroom Bakuriani resort-ი ამჟამად დაახლოებით 20%-იანი დატვირთვით მუშაობს.ახალი წლის პერიოდისთვის კი  სასტუმროს 40%-ზე ჯავშანი უკვე მიღებული აქვს. 

4 ვარსკვლავიანი სასტუმრო Auroom Bakuriani resort-ი სტუმრებს 2018 წლიდან იღებს.

 

Businesspartner