ტურიზმი
19/11/2020

ატენში სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვუითარების ფონდმა განახორციელა, პროექტზე დაახლოებით 1.3 მლნ ლარი დაიხარჯა.

პროექტი ითვალისწინებდა საფეხმავლო ბილიკის მოწყობას, საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და ავტოსადგომის მშენებლობას.

სამუშაოები 2019 წლის სექტემებრში დაიწყო.