ტურიზმი
22/03/2023

AmCham-ი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გეგმებს გაეცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham ) წევრებს შეხვდნენ და  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.

სავაჭრო პალატის წევრებისთვის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც გასული წლის ტურიზმისა და ავიაციის აღდგენის დინამიკას, ITB-2023-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენას, მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, დაგეგმილ ინფო და პრეს ტურებს,  შიდა ტურიზმის განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებსა და და ხარისხის ამაღლების მიზნით გასამართ  ტრენინგებს გაეცნენ.   

შეხვედრას  სასტუმროების, ავიაკომპანიების, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კომპანიებისა და ბანკების წარმომადგენლები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022