ტურიზმი
18/01/2021

Air Arabia-ს სავაჭრო აგენტი საქართველოში კომპანია GASA მგზავრებს უფასო COVID დაზღვევას სთავაზობს

არაბული ავიაკომპანია Air Arabia-ს ოფიციალურ სავაჭრო აგენტი საქარველოში კომპანია GASA (გასა) მგზავრებს უფასო COVID დაზღვევის სერვისს სთავაზობს. თუკი მოგზაურობის პერიოდში Air Arabia-ს ​მგზავრს COVID-19 დაუდასტურდება, მაშინ მისი მკურნალობის და კარანტინის ხარჯებს, ავიაკომპანია აანაზღაურებს.

“წარმოგიდგენთ უფასო COVID დაზღვევას ყველა მგზავრისთვის, რომელიც Air Arabia-ს ბილეთით იფრენს შარჯას, აბუ დაბის და რას ელ ხაიმას მიმართულებებზე.

თუ მოგზაურობის პერიოდში COVID-19 დაგიდასტურდათ, თქვენი მკურნალობის და კარანტინის ხარჯებს, Air Arabia-ს ​აანაზღაურებს.

დამატებითი დოკუმენტების შევსების გარეშე, 2021 წლის 31 ოქტომბრამდე მოგზაურთათვის, დაზღვევა ბილეთის შეძენისთანავე აქტიურდება და მოქმედია მოგზაურობის დაწყებიდან 31 დღის განმავლობაში", - განმარტავენ კომპანიაში.

COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში, მგზავრები Air Arabia-ს COVID დაზღვევის საერთაშორისო მომსახურების ცენტრს უნდა დაუკავშირდნენ.