აჭარა ზაფხულის სეზონისთვის ემზადება
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ზაფხულის სეზონისთვის მზადებას იწყებს. უწყება შრომის ინსპექციასთან უკვე მსჯელობს, რა ღონისძიებები გატარდება რეგიონში ზაფხულის სეზონზე.
როგორც დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ კაიკაციშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, დეპარტამენტი შრომის ინსპექციასთან თანამშრომლობს.
„აქტიურად ვთანამშრომლობთ შრომის ინსპექციასთან, მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურებთან. კიდევ ერთხელ ერთობლივად შევჯერდებით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად დავუჭერთ მხარს იმ ღონისძიებებს, რაც გასატარებელი იქნება.
ჩვენი სექტორი მობილიზებულია. ის გაკვეთილი, რაც 2020-მა წელმა მოგვცა, ნასწავლია. შესაბამისად, ველით, რომ ყველა ობიექტი, რომელსაც ფუნქციონირების გაგრძელება სურს, თავს გაართმევს და ზედმიწევნით დაიცავს რეკომენდაციებს", - განმარტა თამარ კაიკაციშვილმა.
ფოტო: Four Seasons