ტურიზმი
21/07/2021

აჭარა ჯგუფი USAID-თან პარტნიორობით აბასთუმანსა და სამცხე-ჯავახეთში მდგრად ტურიზმს განავითარებს

აჭარა ჯგუფი USAID-თან პარტნიორობით აბასთუმანსა და სამცხე-ჯავახეთში მდგრადი ტურიზმს განავითარებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „აჭარა ჯგუფში“ განუცხადეს, დაგეგმილია რეგიონის მასშტაბით სასტუმროების მშენებლობა და განვითარება.

თანამშრომლობის მომრანდუმს ხელი დღეს საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა და აჭარა ჯგუფის დირექტორებმა მოაწერეს, რომლის საფუძველზეც ორივე ორგანიზაცია ერთობლივად შეუწყობს ხელს ეკონომიკის მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას. მემორანდუმის ფარგლებში, USAID აჭარა ჯგუფთან პარტნიორობით გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკის წამყვან სექტორებს, მათ შორის სტუმართმასპინძლობის, შემოქმედებით მრეწველობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებს.

USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში, პიტერ ვიბლერი აცხადებს, რომ  აჭარა ჯგუფთან დაწყებული ეს პროგრამა შესაძლებლობას მისცემს USAID-ს გავაძლიეროთ საქართველოს რეგიონებში ინკლუზიური ეკონომიკის ზრდის მხარდაჭერა.

„კომპანიამ დაამტკიცა, რომ  მზადაა ინვესტიციები ჩადოს თავის თანამშრომლებში და იმ თემებში სადაც ისინი არიან წარმოდგენილნი. ერთად ჩვენ წამოვიწყებთ და დავაფინანსებთ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც შექმნიან მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და გააძლიერებენ საქართველოს რეგიონების მედეგობას. ეს კი  USAID-ის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რადგან ჩვენ ხელს ვუწყობთ ფართო, ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც დადებითად აისახება მთელი ქვეყნის მოსახლეობაზე.“- განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

აჭარა ჯგუფის ბორდში კი განმარტავენ, რომ  დასაქმების და ეკონომიკური ზრდისთვის მისაღები გარემოს შექმნა, ჯგუფისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. შესაბამისად, მათთვის ინკლუზიური,საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული მიდგომა, რეგიონალური განვითარება  და ადგილობრივი თემების გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

„დღეს მოხარულნი ვართ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა USAID-ისთან და გავაფართოვოთ ჰოლდინგის შესაძლებლობები, რათა უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ საქართველოს ტურიზმის და შემოქმედებითი მრეწველობის განვითარებაში.“–აცხადებენ "აჭარა ჯგუფის" დირექტორთა საბჭოში.


შეგახსენებთ,აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს  დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.  1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. 

აჭარა ჯგუფი წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარმასპინძლობის, ცხოვრების სტილის განვითარებისა და აგროწარმოების სფეროებში. კომპანიამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა ბრენდების განვითარებისა და მართვის პროცესში ტენდენციების დამამკვიდრებელი დაწესებულებებისა და სამეწარმეო პროექტების შექმნისთვის. უფრო მეტიც კახეთში მდებარე ერთ-ერთი უდიდესი სასოფლო-სამეურნეო და ფერმერული კომპანია ჰოლდინგის ნაწილია, რომელსაც წამყვანი როლი აქვს მრეწველობის განვითარებაში. საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ახალი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში სტანდარტების დაწესების მიზნით ჰოლდინგი ქმნის ინოვაციურ, ინლუზიურ და ეკოლოგიურად მდგრად პროექტებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მოგზაურებისათვის.