აჭარა ჯგუფი Rooms Hotel Abastumani-ში ს $13.5 მლნ-იანი ინვესტიციას განახორციელებს
აბასთუმნის ისტორიული სანატორიუმი „არაზინდოს“ თანამედროვე სასტუმროდ გარდაქმნისთვის აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი დაახლოებით 13.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
როგორც ჯგუფში ამბობენ, Rooms Hotel Abastumani-ში სტუმრების მიღება 2022 წლის ზამთრიდან იგეგმება. პროექტი დაახლოებით 150 სამუშაო ადგილს შექმნის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი, მაღალანაზღაურებადი დასაქმების პერსპექტივებს გააჩენს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ეკონომიკის განვითარებას.
Rooms Hotel Abastumani-ს “აჭარა ჯგუფის” ჰოლდინგსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-ის მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი ეწვია.
შეხვედრაზე მხარეებმა სასტუმროს შესაძლებლობების გაძლიერების, რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს.
კომპანია ასევე თანამშრომლობს Wings and Freeman Capital-თან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციიდან (DFC) დაფინანსების მოზიდვაზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება Rooms Hotel Abastumani-ს განვითარება.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ადამიანური კაპიტალის გაძლიერების მიზნით, აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი აბასთუმნის სასტუმროს თანამშრომლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადაამზადებს. ამასთან ერთად, კომპანია იმუშავებს მოწვეულ ექსპერტებთან გამაჯანსაღებელი ტურისტული სერვისებისა და უსაფრთხოების ნორმების განვითარებაზე.