ტურიზმი
31/08/2022

Accor-ი რუისპირში 4*-იან სასტუმრო Mercure Telavi Resort-ს გახსნის

მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ბრენდი Accor-ი კახეთში სასტუმროს გახსნის.

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Mercure Telavi Resort-ი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში  აშენდება და მისი გახსნა 2024 წლისთვის იგეგმება. სასტუმროში 124 ნომერი იქნება. სასტუმროს ინფრასტრუქტურაში შედის რესტორანი, ბარი, აუზი, პარკინგი და საკონფერენციო დარბაზი კორპორატიული ღონისძიებების ჩასატარებლად.

ბრენმდა TT GROUP-თან თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე ოფიციალურად უკვე განაცხადა. 

ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს სტუმრებს საშუალება ექნებათ გახდნენ ALL – Accor Live Limitless ლოიალობის პროგრამის წევრები და ისარგებლონ მისი ყველა პრივილეგიით.

„საქართველოში ტურისტული ინდუსტრია სტაბილურად იზრდება და ჩვენ მოხარული ვართ, რომ წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში და გავაფართოვოთ Accor-ის მოღვაწეობის არეალი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს ნდობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ცნობადი საერთაშორისო ბრენდის მქონე სასტუმროს გამოჩენა დამატებითი მიზეზი გახდება მოგზაურებისთვის, რომ დარჩნენ კახეთში, დატკბნენ მისი ბუნებრივი და ისტორიული სილამაზით, უძველესი ღვინის ქარხნებით, გემრიელი სამზარეულოთი და ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობით“, – აღნიშნავს ალექსის დელაროფი, Accor New East Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი.

Accor არის მსოფლიოში წამყვანი სასტუმრო ჯგუფი 5,300 სასტუმროთი და 10,000 რესტორნითა და ბარით 110 ქვეყანაში. ჯგუფს აქვს ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და სრულად ინტეგრირებული სტუმართმოყვარეობის ეკოსისტემა, რომელიც მოიცავს 40-ზე მეტ ძვირადღირებულ, პრემიუმ, საშუალო და ეკონომიურ სასტუმროს ბრენდს, გასართობ და ღამის ცხოვრების დაწესებულებებს, რესტორნებსა და ბარებს, ბრენდირებულ კერძო რეზიდენციებს, საერთო საცხოვრებელ ფართებს, კონსიერჟის მომსახურებას, საერთო სამუშაო სივრცეებს და სხვა.

Accor-ის წამყვან პოზიციას ცხოვრების წესის სტუმართმოყვარეობაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კატეგორიაა ინდუსტრიაში, ხელმძღვანელობს Ennismore, ერთობლივი საწარმო, რომელშიც Accor საკონტროლო პაკეტის მფლობელია.