ტურიზმი
21/06/2023

5 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს რეკორდული რაოდენობის ვიზიტორი ეწვია

2023 წლის 5 თვეში, ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიებს - პრომეთეს მღვიმეს, სათაფლიას, მარტვილის კანიონს, ოკაცეს კანიონს და კინჩხას ჩანჩქერს 123 706 ვიზიტორი ესტუმრა.

ეს კი რეკორდულად, 28%-ით აღემატება პანდემიამდელი 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (96 967 ვიზიტორი), - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ტურიზმის მაჩვენებლები რეკორდული იყო, ბევრ ქვეყანაში ამ მაჩვენებლების აღდგენა ამ დრომდე არ მომხდარა, საქართველოში კი, დაცული ტერიტორიების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, 2019 წელთან შედარებით მაღალი მონაცემები უკვე დაფიქსირდა.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორებს შორის იზრდება არაბული ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების წილი.

 

Businesspartner