ტურიზმი
11/09/2023

"2023 წელი ტურისტული მიმართულებით განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა"

"მიმდინარე წელი, ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია.“- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორს“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, 2023 წელი ტურისტული მიმართულებით განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა, რაც ციფრებშიც აისახება.

აღსანიშნავია, რომ  მიმდინარე წელი ისეთი პროექტებით დაიწყო, როგორიცაა ბაკურიანში სათხილამურო ჩემპიონატის მასპინძლობა, რამაც ქვეყანას სათხილამურო მიმართულებით, მსოფლიოში დიდი ცნობადობა მოუტანა.

"პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ქვეყანამ ტურიზმიდან $1.7 მლრდ-ზე მეტი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 2023 წლის პირველ ორ კვარტალში 23%-ით გადავაჭარბეთ," -აცხადებს ქვრივიშვილი.

რაც შეეხება ზამთრის სეზონს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ სეზონისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს, მათ შორის ინფრასტრუქტურული მიმართლებითაც. 

მისივე ცნობით, საქართველო უკვე მსოფლიო ჩემპიონატების კალენდარშია და  ქვეყანაში 4 მსოფლიო თასი უნდა ჩატარდეს. აქედან 3 ბაკურიანში ჩატარდება, ხოლო -  1 გუდაურში.

გარდა ამისა,  სვანეთში თავისუფალი სტილის ჩემპიონატი, ე.წ. ფრისტაილი ჩატარდება.  

როგორც ქვრივიშვილი აღნიშნავს, პირველი მსოფლიო თასი დეკემბრის თვეში ჩატარდება, ხოლო ღონისძიებების ნაწილი 2024 წლის პირველ კვარტალში გაიმართება. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022