ტურიზმი
14/02/2023

2022 წლის მე-4 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.5 მლნ შემოსვლა დაფიქსირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მე-4 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.5 მილიონი შემოსვლა, რაც 2.6-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

„აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.4 მილიონი შეადგინა, რაც 2.6-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2022 წლის მე-4 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.1 მილიონს მიაღწია, რაც ასევე 2.6-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 948.8 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 95.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 68.6 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 27.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2022 წლის მე-4 კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 310.9 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 23%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.7%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (382.1 ათასი), რუსეთის ფედერაციის (306.9 ათასი) და სომხეთის (220.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 47.9 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 33.5 პროცენტს შეადგენდა.

2022 წლის მე-4 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.5 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 71.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2022 წლის მე-4 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 860.9 ლარი შეადგინა,“ - აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023