ტურიზმი
14/02/2023

2022 წელს საქართველოში 3.9 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 5.4 მილიონი შემოსვლა, რაც 2.9-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.6%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 4.7 მილიონი შეადგინა, რაც 2.7-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 3.9 მილიონს მიაღწია, რაც 2.8-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 3.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.3-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 77.6 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 18.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.7 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023