ტურიზმი
14/02/2023

2022 წელს ყველაზე მეტმა მგზავრმა სარფის საზღვრით ისარგებლა

PMCG-ის კონსულტანტი გიორგი ბრეგაძე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ინფო გრაფიკას აქვეყნებს. მონაცემებით ირკვევა, რომ 2022 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან განხორციელდა.

ვიზიტორების რაოდენობამ, რომლებმაც სარფის საზღვარი გადაკვეთეს 1 059 000-ს გადააჭარბა.

აღდგენილი ფრენების მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გასული წლის მონაცემებით, ჯერ-ჯერობით მეორე პოზიციაზეა.

თბილისის აეროპორტი 1 040 729 ვიზიტორს მოემსახურა. ამავე პერიოდში 844 000-ზე მეტი ვიზიტორი ყაზბეგის, ხოლო 704 000 სადახლოს გავლით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებს, 264 021 ვიზიტორს მოემსახურა ბათუმის, ხოლო 231 566-ს ქუთაისის აეროპორტი. ყველაზე ცოტა, დაახლოებით 42 000 ადამიანს, გუგუთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მოემსახურა.

Businesspartner