2021 წელს კოვიდ სასტუმროების პროექტში განთავსების 260-მდე ობიექტი იყო ჩართული
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც კარანტინისა და კოვიდსასტუმროების სისტემა დაინერგა. პროექტში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართული იყო 260-ე სასტუმრომდე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,საკარანტინე და კოვიდ სასტუმროებიდ პროექტის შედეგად, მსოფლიო პანდემიის დროს, დასაქმდა და სამსახური შეინარჩუნა 4 ათასზე მეტმა ადამიანმა.
"Covid-19 პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის დასაბალანსებლად და ტურიზმის სექტორის სწრაფად და უსაფრთხოდ აღდგენის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2020 წლის მარტიდან ჩართულია საკარანტინო სივრცეების მართვის პროცესში. პროცესი მოიცავს საკარანტინე, კოვიდ და ცხელების სასტუმროების მობილიზებას და მათ მართვას ქვეყნის მასშტაბით. 2020 წლის მარტიდან დღემდე კარანტინისა და კოვიდ სასტუმროების პროექტის ფარგლებში მომსახურება მიიღო დაახლოებით 186 ათასმა ადამიანმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინიტსრაცია ახორციელებს ყველა სასაზღვრო პუნქტიდან (აეროპორტები, პორტები, სასაზღვრო გამშვები პუნქტები) მგზავრების გადაყვანას საკარანტინე სივრცეებში. ასევე ხდება მოქალაქეების ტრასნპორტირება, როგორც კლინიკიდან - კოვიდ სასტუმროში, ასევე პირიქით - კოვიდ სასტუმროდან - კლინიკაში,"-აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით,ადმინისტრაციამ კერძო სექტორის მხარდასაჭერად საგანგებოდ შეიმუშავა ადაპტირებული რეგულაციები :
- ბიზნესის წარმომადგენლებთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და ბიზნეს ომბუდსმენთან მჭიდრო თანამშრომლობითა და აქტიური კომუნიკაციით, განთავსების ობიექტების, გიდების, ტურისტული ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებისათვის შემუშავდა რეკომენდაციები.
- Covid-19 ადაპტირებული რეგულაციების სწრაფად დანერგვის ხელშეწყობის მიზნით მასშტაბური გადამზადების პროგრამის ფარგლებში, გადამზადდა ტურიზმის ინდუსტრიის 1,280 წარმომადგენელი.