₾20 000-იანი საწყისი ინვესტიცია - რა ხარჯის გაწევა მოუწევს ფერმერს აგროტურისტული ობიექტისთვის
აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტზე რეგულირების გავლენის შეფასებას ISET-ი ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნებს.
როგორც კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, წინასწარი გათვლებით ჩანს, რომ ფერმერი, რომელიც აგროტურისტულ ობიექტად დარეგისტრირდება, წლიური შემოსავლის მესამედს აგროტურისტული ობიექტიდან მიიღებს.
„რა ოდენობის დამატებითი შემოსავალი შეიძლება მიიღონ ფერმერებმა ტურიზმიდან, ამ კუთხით ვუყურებთ ამ შეფასებას. სრული მონაცემები არ გვაქვს. ფერმერის მთლიანი შემოსავლის დაახლოებით მესამედი შეიძლება შეადგინოს ტურისტული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა,“ - განაცხადა ია კაციამ.
მისივე განმარტებით, აგროტურისტული ობიექტისთვის ფერმერს საშუალოდ 20 000 ლარიანი საწყისი ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.
„ვფიქრობთ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფერმერს მოუწევს რაღაც ინვესტიციის განხორციელება. საწყისი ინვესტიცია იქნება სავარაუდოდ, 20 000 ლარი. გესთჰაუსის კეთილმოწყობისთვის და ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის. ამ მიმართულებით ვმუშაობთ აგრარულ საკითხთა კომიტეტთან, სავარაუდოდ სახელმწიფო პროგრამების ან მცირე გრანტიების შეთავაზიება გახდება საჭირო,“-აღნიშნა აისეტის უფროსმა მკვლევარმა.