ტურიზმი
09/02/2021

15 თებერვლიდან Qatar Airways-ი დოჰასა და თბილისს შორის ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს

კატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს გაზრდილი სიხშირითა და შეცვლილი განრიგით შეასრულებს.

15 თებერვლიდან, განახლდება რეგულარული ოპერირება დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე. ფრენები ყოველდღიურად შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Qatar Airways-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2021 წლის 3 თებერვალს მიანიჭა.

Qatar Airways საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა.იხილეთ რეგულარული და ჩარტერული რეისების ფრენის განრიგი: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php განრიგი განახლებადია (იცვლება ფრენის დამატების/გაუქმების/ფრენის თარიღის/დროის ცვლილების შემთხვევაში).

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მგზავრებს აფრთხილებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.