11 თვეში ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობიდან $3.2 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო
2022 წლის იანვარი-ნოემბრის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო,- ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2022 წლის იანვარი-ნოემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი - $3,159,558,975 დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 103.5%-ით აღემატება. (ზრდა +108,134,426 აშშ დოლარი). 2021 წლის იანვარი-ნოემბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +2,040,668,275 (+182.4%) აშშ დოლარით.
2022 წლის ნოემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და $305,029,882 შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 151.2%-ით აღემატება. 2021 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +194,075,877 (+174.9%) აშშ დოლარით.