11 თებერვლიდან Pegasus Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს
11 თებერვლიდან თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს.
ავიაკომპანია, რომელიც საქართველს ავიაბაზარს რეგულარული რეისებით უკვე დაუბრუნდა თურქეთსა და საქართველოს შორის ოპერირებას კვირაში 7 სიხშირით გეგმავს.
Pegasus Airlines-ი, რამდენიმე თვის განმავლობაში COVID-19-ის ფონზე დაწესებული რეგულაციების ფონზე, თურქეთსა და საქართველოს შორის მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ასრულებდა.
“ეს სიახლე საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ უფრო მეტი დანიშნულების ქალაქი – ახლა უკვე გაცილებით მოქნილი გრაფიკით!
თბილისიდან სტამბოლისკენ – 57 ევროდან, თბილისიდან სტამბულის გავლით, თურქეთის ქალაქებზე – 43 ევროდან, სხვა ტრანზიტულ მიმართულებებზე 88 – ევროდან”, – აღნიშნულია Pegasus Airlines-ის ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ს (გასა) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.