ტურიზმი
29/01/2021

1-ელი თებერვლიდან ფრენების აღდგენასთან ერთად ვიზიტორებისთვის რეგულაციები შემსუბუქდება

1 თებერვლიდან რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად საქართველოს მოქალაქეებისთვის გარკვეული რეგულაციები შემსუბუქდება, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ნათია თურნავას თქმით, კოვიდ უარყოფით საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლისას შესაძლებლობა ექნებათ 8 დღიანი თვითიზოლაციის გავლის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება, ამ შემთხვევაში ისინი თვითიზოლაციისგან გათავისუფდებიან.

რაც შეეხება კოვიდ დადებით საქართველოს მოქალაქეებს, მათთვის 12-ის ნაცვლად 8 დღიანი თვითიზოლაცია წესდება.

მინისტრის თქმით, უცხოელი ვიზიტორების შეთხვევაში კი საზღვარზე ნებისმიერი ტიპის კოვიდ ვაქცინაციის კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას, მათ საქართველოში შემოსვლა უპირობოდ შეეძლებათ.

რაც შეეხება არავაქცინირებულ მოქალაქეებს: აშშ-დან, შვეიცარიიდან, ისარელიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, საუდის არაბეთიდან, ბახრეინიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში შემოვლენ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის “ნეგატიური” პასუხით და ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს კიდევ ერთხელ ჩაიტაონ PCR ტესტი.

ნათია თურნავა ავიაკომპანიებს მიმართავს, რომ მგზავრებს, რომელთაც არ ექნებათ ტესტის პასუხი ან კოვიდ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი საბუთი, თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023