ტექნოლოგიები
22/03/2021

წელს GITA ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისთვის ₾22 მლნ-ს დახარჯავს

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისთვის 2021 წელს 22 მილიონამდე ლარს დახარჯავს. მთლიანობაში სააგენტოს პროექტები 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს გააერთიანებს. 

როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, აქტიურ ფაზაში შევიდა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში სააგენტო ქართულ სამეცნიერო ტექნოლოგიების ლიცენზირებაზე აქტიურად მუშაობს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსოფლიოში ცნობილ ინდუსტრიულ პარტნიორებთან, როგორიცაა: Airbus helicopters, Naval Group, Urgo და სხვები.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სამი ახალი ტექნოლოგიური პარკი ბათუმში, კასპსა და გურჯაანში, გაიხსნა.

2020 წელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 3000 IT პროფესიონალის გადამზადების საპილოტე პროგრამაც დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კურსს საქართველოს 600-მდე მოქალაქე გადის.

ამავდროულად, მთავრობის გადაწყვეტილებით, IT კომპანიებს, რომლებიც უცხოეთში ყიდიან თავიანთ პროდუქტს, საშემოსავლო და მოგების გადასახადი 5%-მდე შეუმცირდათ, ხოლო ქონების და დღგ-ს გადასახადი განულდა. სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში 2020 წლის ოქტომბრიდან საქართველოში შემოვიდა ორი მსხვილი ამერიკული აიტი კომპანია ეპამი და ექსადელი, რომელთაც საქართველოს 100-მდე მოქალაქე დაასაქმეს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023