ტექნოლოგიები
24/06/2021

კრიპტალი Nexia TA-ს კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებაზე: ვიმედოვნებთ, მაგალითს სხვა კომპანიებიც აიღებენ

აუდიტორული კომპანია Nexia TA პირველი ივლისიდან ანგარიშსწორებას კრიპტოვალუტაშიც შეძლებს.

თანამშრომლობა „კრიპტალსა“ და Nexia TA-ის შორის უკვე შედგა. ციფრული აქტივების ყიდვა-გაყიდვის ელექტრონული სივრცე, ანუ კრიპტობირჟა „კრიპტალი“ მომხმარებლებს უსაფრთხო, დაცულ და მარტივ ფინანსურ ტრანზაქციებს სთავაზობს, დეცენტრალიზებული სისტემა - საფინანსო ინსტიტუტების შუამავლობის გარეშე, იძლევა საშუალებას დიდი გადახდებიც რამდენიმე წუთში განხორციელდეს. შეთავაზებებით დაინტერესებულნი, როგორც კომპანიაში ამბობენ, მეტწილად ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები და სტარტაპები არიან, რომელთა ყოველდღიურობაში კრიპტოვალუტებს მნიშვნელოვანი ადგილი აქამდეც ეჭირათ.

"კრიპტოვალუტა, როგორც ანგარიშსწორების საშუალება საინტერესო და მომგებიანი მრავალმხრივაა. ის ამარტივებს ერთი მხრივ, ინვესტიციის, კაპიტალის მიღებას საერთაშორისო კომპანიებიდან, მეორე მხრივ კი ასევე მარტივს ხდის ფინანსურ ტრანზაქციებს ადგილობრივ თუ უცხოელ მომხმარებლებთან. ჩვენს ბირჟაზე 8 დასახელების, ყველაზე გამოცდილი და სანდო კრიპტოვალუტა ივაჭრება, თუმცა Nexia TA ანაზღაურებას, საწყის ეტაპზე მხოლოდ ბიტკოინით მიიღებს. ეს თანამშრომლობა, ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გვაქვს მოლოდინი, რომ მათ მაგალითს სხვა ბევრი კომპანია შეუერთდება," - საუბრობს „ბიზნესპარტნიორთან“ „კრიპტალის“ გენერალური დირექტორი, ხვიჩა კოპინაძე.

Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის ქართული წარმომადგენლობაა, ადგილობრივ ბაზარზე უკვე 7 წლიანი გამოცდილებით. მმართველი პარტნიორის განმარტებით, კომპანიის იმიჯის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს სიახლეებისა და ინოვაციებისადმი სწრაფვა და გარკვეულწილად, ამითაცაა განპირობებული ბიტკოინის ჩართვა ანაზღაურების სისტემაში, დანარჩენ ტრადიციულ ვალუტებთან ერთად.

"გადაწყვეტილება, ცხადია იყო ეჭვის და კრიტიკის საგანი, მათ შორის შიდა გუნდის მხრიდანაც, თუმცა, გვჯერა, რომ განვითარება სიახლეების გარეშე ვერ მოხდება. მომხმარებლების წინასწარგანწყობები ნაკვლევი გვაქვს, ვიცით, რას უნდა ველოდეთ და ისიც ვიცით, რომ ახლო პერიოდში კრიპტოვალუტებით გადახდების რიცხვი არ იქნება ძალიან მასშტაბური. თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხია, მომავალი ციფრულ ფულს ეკუთვნის, პროცესი გარდაუვალია, ამიტომ უფრო მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, ტენდენციებისთვის ფეხი თავიდანვე აგვეწყო,“ - აცხადებს გელა მღებრიშვილი, Nexia TA-ის მმართველი პარტნიოტი.

შეგახენებთ, რომ კომპანიებს შორის თანამშრომლობა, კრიპტოვალუტით ანგარისშწორების შესაძლებლობის შესახებ, უკვე შედგა და ის ძალაში პირველი ივლისიდან შევა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023