ფოტო: law.gvu.edu
ტექნოლოგიები
22/02/2022

ფინტეკ ინდუსტრია ელკომერციის კანონის მიღებას ითხოვს

ფინტეკ ინდუსტრია ელექტრონული კომერციის შესახებ კანონპროექტის განხილვას ელის და პროცესის დაჩქარებას ითხოვს.

ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, შესაბამისი დოკუმენტი უკვე მომზადებულია, თუმცა მისი საპარლამენტო განხილვები გაჭიანურდა.

დავით კიკვაძე ამბობს, რომ ინდუსტრია ელის როდის დაიწყება პარლამენტში კანონპროექტის განხილავს, ამის შემდეგ კი ასოციაცია აქტიურად ჩაერთვება მის განხილვაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის დროული განხორციელება, ფინტეკ კომპანიების დღის წესრიგში დგას, ნეო ბანკების შესახებ ეროვნული ბანკის ინიციატივაა. ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუკი უკვე დაწყებული დოკუმენტების იმპლემენტაცია დაჩქარდება, ეს ქართულ ფინტეკ კომპანიებს განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.

დავით კიკვაძე ამბობს, რომ ორივე ინიციატივის განხილვისას ასოციაცია მაქსიმალურად შეეცდება ასოციაციაში შემავალი კომპანიების ინტერესების დაცვას.