ტექნოლოგიები
27/01/2021

ჭკვიანი აეროპონიკის საშუალებით 4მ²-ზე ტონობით მოსავლის მიღება შეიძლება - ჯი ეს ეი ტექნოლოგიები

სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია “ჯი ეს ეი ტექნოლოგიების“ დირექტორი ონისე ზივზივაძე „ბიზნესპარტნიორთან“ „ჭკვიანი აეროპონიკის“ ტექნოლოგიის დანერგვაზე საუბრობს. მისი თქმით, კომპანია საქართველოში პირველად სოფლის მეურნეობის 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელ თანამედროვე სასათბურე მეურნეობას განავითარებს.

"სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, კონკურენცია აღარ ხდება მიწაზე თოხით და ბარით მუშაობით, კონკურენცია იმართება ტექნოლოგიური დაპირისპირების ფონზე. პროექტი „ჭკვიანი აეროპონიკა“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, GITA-ს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია. გრანტის საშუალებით შევძელით 1 წლიანი ტესტირების პროცესის განხორციელება. 3 თვე დარჩა დასრულებამდე, მაგრამ შედეგი უკვე სახეზეა. უამრავი სახეობის მცენარე დავრგეთ და ყველამ გაამართლა.

მაგალითად, ჰიდროპონიკის ტექნოლოგიით პროდუქტის მოყვანა ხდება წყალზე. ეს შექმნილია ვიწრო კატეგორიაზე, რომელსაც თავისი ადგილო უკავია. ხოლო აეროპონიკის დროს მცენარეს ფესვები აქვს ჰაერში, არ იყენებს მიწას. მისი დაყენება ყველგანაა შესაძლებელი. ამ გზით ჩვენი პროდუქტი 100%-ით სუფთა და ეკოლოგიურია, შეხება არ აქვს ბაქტერიებთან და გარე სივრცესთან. ყველანაირი ინფექციის წყარო დაბლოკილია,“ – აღნიშნავს ონისე ზივზივაძე.  

მისივე თქმით, „ჭკვიანი აეროპონიკის“ საშუალებით პატარა მონაკვეთზე შესაძლებელია დიდი რაოდენობით პროდუქტის მოყვანა, მაგალითად, წლის განმავლობაში 2–3 ტონამდე კარტოფილის მოსავლის მიღება, მხოლოდ 4 კვ.მ–ის პანელზე.

სეზონს მნიშვნელობა არ აქვს, პროდუქტის მოყვანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ზოგადად, ეს ტექნოლოიგია ერთწლოვან მცენარეებზეა გათვლილი, თუმცა მრავალწლიანი მცენარეები, რაც დავტესტეთ ყველამ გაამართლა. პროცესში ძალიან გვეხმარებიან უკრაინელი ტექნოლოგები, რომელებიც აფხაზეთის მთავრობის პროექტის „ბიზნეს ინკუბატორის“ საშუალებით გავიცანით. ორგანიზაცია, ხელს უწყობს ასეთი ხალხის მოძიებას და ქართველ წარმომადგენოლბასთან დაკავშირებას, ერთობლივი პროექტების განსახორციელბლად,“– ამბობს “ჯი ეს ეი ტექნოლოგიების“ დირექტორი.

კომპანია სამომავლო გეგმების განსახორციელებლად ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს, რისთვისაც GITA-ს 650 000 ლარინ საგრანტო კონკურსში და 500 Startups-ში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

"ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატოს ის პირები, ვისაც საქართველოში $100 000-ის ინვესტიცია აქვს განხორციელებული"
01

28/07/2021
ფინანსები

გიორგი ამზაშვილი: ბოლო პერიოდში, ბიზნესის შემფასებლის პროფესია პრესტიჟული გახდა
02

25/08/2023
ბიზნესი

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
03

19/05/2022
ბიზნესი

ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი შემოდის - Lefties-ის პირველი მაღაზია 2023 წელს გაიხსნება
04

12/09/2022
ბიზნესი

"გლოვო" დელივერი სერვისს გასცდა - კომპანია ახალ მომსახურებას იწყებს
05

19/09/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020