ტექნოლოგიები
19/04/2023

ჩინეთის ელექტრომობილების ბაზარზე კონკურენცია იზრდება

გლობალურმა ავტომწარმოებლებმა, მათ შორის Nissan-მა და Polestar-მა განაცხადეს, რომ ისინი ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ ჩინეთის ელექტრომობილებს სწრაფად მზარდ ბაზარზე. მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები ახლა შანხაის ავტოშოუზე აწყობენ გამოფენას ჩინელ მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტებით.

Nissan-ის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა აშვანი გუპტამ გამოაცხადა, რომ Nissan გეგმავს გამოუშვას ელექტრომობილი, რომელიც სპეციალურად ჩინეთის ბაზრისთვისაა შექმნილი.

„ჩინეთმა უკვე გადალახა ის ზღვარი, რაც ელექტრიფიცირებული მანქანების ჩვეულებრივ ავტომობილად მიღებას გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ ბაზარი გაიზრდება. ის უფრო და უფრო ელექტრიფიცირებული გახდება და Nissan-ს არ სურს ხელიდან გაუშვას ეს შესაძლებლობა“- განაცხადა აშვანი გუპტამ.

მისივე თქმით, Nissan-ი ცდილობს მისი პროდუქტები ფასით უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს, რათა შიდა კონკურენტებს ებრძოლოს.

Polestar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თომას ინგენლატმა კი განაცხადა, რომ მის კომპანიას აქვს „დიდი მოლოდინები" ჩინეთის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მაგრამ, მისივე თქმით, ისინი "ნამდვილად არ არიან ჩართული" ფასების ომში ჩინეთში ელექტრომობილების მწარმოებლებთან.

აღსანიშნავია, რომ იანვარში Tesla-მ მოთხოვნის გასაძლიერებლად ფასები გლობალურად შეამცირა, მათ შორის ჩინეთში. ამ ტენდენციას 40-ზე მეტი ჩინელი ავტომწარმებელი შეუერთდა, რაც ანალიტიკოსებმა შეაფსებს, როგორც ფასების ომი. შემცირდა ფასები ყველაზე გაყიდვად მოდელებზე. ინიციატივას შეურთდნენ Xpeng და BYD და ბაზარს აგრესიული ფასდაკლებები შესთავაზეს თავიანთ ყველაზე გაყიდვადი სეგმენტებზე ბაზრის წილის დასაცავად.

იქ, სადაც ოდესღაც დასავლური ბრენდები დომინირებდნენ, ახლა ადგილობრივი ფირმები ლიდერობენ. ყველაზე დიდი წილი BYD-ს უჭირავს, რომელმაც წელს შიდა გაყიდვები თითქმის 69%-ით გაიზარდა. ჩინური ბრენდების აღზევება დიდი დარტყმაა ისეთი ძველი ბრენდებისთვის, როგორიცაა Volkswagen, General Motors და Nissan, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდნენ ჩინეთში.

მედიასთან შეხვედრაზე Guangzhou Automobile Group-ის პრეზიდენტმა ფენგ სინგამ განაცხადა, რომ თუ ერთობლივი საწარმოები ან უცხოური ბრენდები არ მოისურვებდნენ „აამაღლონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა“ ელექტრომობილებისა და ჭკვიანი მანქანების განვითარებაში, მაშინ ისინი განდევნილი იქნებიან ჩინეთის ბაზრიდან.

„თუ ისინი არ დააკმაყოფილებენ მომხმარებელთა მოთხოვნებს და ჯიუტად დარჩებიან საკუთარ შეხედულებებზე, მაშინ მოუწევთ ამ ბაზრიდან გასვლა. ეს არის ის, რასაც ბაზარი წყვეტს“, - განაცხადა ფენგმა.

შანხაის ერთკვირიანი ავტოშოუ საზოგადოებისთვის ოფიციალურად 20 აპრილს იხსნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023