ტექნოლოგიები
07/04/2021

BTU-ს სტუდენტების მიერ ბილაინის მობილური თამაშების ჰაკათონში შექმნილი მობილური თამაში უკვე ხელმისაწვდომია

ბილაინის თამაშების პორტალზე ქართველი სტუდენტების მიერ ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი მობილური თამაში - “Jumper Ghost” განთავსდა და მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. თამაში გასული წლის ოქტომბერში ბილაინის მობილური თამაშების ჰაკათონის, Game Jam-ის ფარგლებში შეიქმნა და მისი ავტორი BTU-ს სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი - Absolute Zero-ა.

თამაშის - „Jumper Ghost” ლოგიკა მარტივია და იმეორებს ბილაინის სხვა თამაშების მექანიზმს - აბონენტი ცდილობს თავი აარიდოს ბარიერებს და დააგროვოს MB-ები. მოგებული MB-ები აბონენტს თამაშისთვის გამოყოფილ სპეციფიალურ ბალანსზე დაერიცხება, რისი შემოწმებაც ბილაინის აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია. თამაშზე წვდომისთვის, აბონენტი გადადის თამაშის ბმულზე და მობილურის ნომრის მეშვეობით გადის ვერიფიკაციას. თამაშის ერთი ცდის საფასურია 1₾.

“Jumper Ghost” ბილაინის პორტალზე განთავსებული რიგით მეცხრე და საქართველოში შექმნილი პირველი თამაშია. კომპანია ამ დრომდე უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობდა, ხოლო საქართველოში ნიჭიერი დეველოპერების აღმოსაჩენად და სფეროს მხარდასაჭერად, ჰაკათონი Beeline Game Jam ჩაატარა და ქართველი ახალგაზრდებისგან შემდგარი რამდენიმე გუნდის ბიზნესპარტნიორი გახდა.

ბილაინი აგრძელებს საქართველოში ციფრული მიმართულების განვითარების მხარდაჭერას და სფეროს წარმომადგენელთა წახალისებას, რაც მობილური თამაშების შემთხვევაში მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022