სტარტაპი
06/07/2021

თურნავა: ჩვენი ამოცანაა, ქართულ სტარტაპებში 2030 წელს ₾1 მლრდ-ის ინვესტიცია იყოს ჩადებული

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება და ამ ბოლო წლებში ბევრი რამე კეთდება სტარტაპ ინდუსტრიის განვითარებისთვის.

“ჩვენი სტარტაპერები არიან გლობალურად კონკურენტუნარიანები და ეს არის მართლაც ის მიმართულება, სადაც გლობალურად შევდივართ კონკურენციაში და გვაქვს დადებითი შედეგები “სილიკონ ველიზე” სტარტაპების მიერ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

ბოლო პერიოდში ჩვენი საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა სულ მცირე 135 ახალი წამოწყება. ვგეგმავთ, რომ 2030 წელს 485 სტარტაპი იყოს მხარდაჭერილი და გავხადოთ ეს მიმზიდველი კერძო სექტორისთვის, კერძო ინვესტორებისთვის. ჩვენი ამოცანაა 2030 წელს 1 მლრდ ლარის კერძო ინვესტიცია იყოს ჩადებული ქართულ სტარტაპებში, რაც სრულიად შესაძლებელია” -აცხადებს ნათია თურნავა.

 

Businesspartner