სტარტაპი AGRoGEORGIA დისტანციური საირიგაციო სისტემების მართვის პორტალს შექმნის
სტარტაპი AGRoGEORGIA დისტანციური საირიგაციო სისტემების მართვის პორტალს შექმნის.
AGRoGEORGIA, რომელიც სასოფლო მეურნეობის დისტანციური მართვის სისტემას გულისხმობს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა. სტარტაპის დამფუძნებელი ონისე ზივზივაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პროექტი მცირე ან საშუალო მიწიანი ფერმერებისთვის მოსავლის გაორმაგებას და მათი ყოფის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
„დისტანციური საირიგაციო სისტემები ისედაც არსებობს მსოფლიოში, რადგან ჩვენს რეგიონში სოფლის მეურნეობა დომინირებულია მცირე ფერმერების სახით, მნისვნელოვანია მათი სამუშაო გარემოს, შემოსავლების გაუმჯობესება და მოსავლიანობის გაზრდა. საქართველოში კონტროლერებს უკრაინელი პატნიორებთან ერთად ჩვენი კომპანია აწამოებს, რომლის სენსორიც ფოთოლში მაგრდება და გვეუბნება რამდენად საკმარისად აქვს მცენარეს წყალი, ტემპერატურა და ა.შ. ამ სისტემით, იზოგება წყალი და ფერმერი მოსავლის მაქსიმალურ რაოდენობას იღებს. როუტერის საშუალებით მიღებული ინფორმაციის ნახვა მობილურში იქნება შესაძლებელი. ეს იქნება პორტალი ფერმერებისთვის,“– აღნიშნა ონისე ზივზივაძემ.
მისი თქმით, 100 000 ლარიანი გრანტი სწორედ პორტალის შექმნას დასჭირდება. 40% სერვერის შეძენას მოხმარდება, ნაწილი მატერიალურ მასალებს, ხოლო დანარჩენი მარკეტინგულ კამპანიებში და ხელფასებზე განაწილდება.
„ჩვენი მიზანია გავიდეთ მეზობელ ქვეყნებში, მოვახდინოთ სერვისის ექსპორტი. დაინტერესება უკვე არის უკრაინიდან, რუმოინეთიდან და ჩეხეთიდან. საგრანტო კონკურისის პერიოდში, ინვესტორებზე შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენმა პროექტმა და თუ შეგვარჩევენ შესაძლოა ამერიკაშიც მოგვიწიოს 1 თვით წასვლა. ასევე გამოარჩიეს ჩვენი სტარტაპი „ჭკვიანი აეროპონიკა“, რომელმაც შარშან 100 000 გრანტი მოიპოვა და სისტემაში ინტეგრირებული მცენარეთა ვეგეტაციის პროცესის მართვის ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას გულისხმობს“– სტარტაპის დამფუძნებელი.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, GITA–მ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ნოემბერს მეექვსედ გამოაცხადა. შემოსული 303 განაცხადიდან 20 გამარჯებული კომპანია საინვესტიციო კომიტეტმა დაასახელა.