სტარტაპი
11/09/2020

Phubber-მა 700 000 ლარიანი ინვესტიცია მოიზიდა

ქართულმა ონლაინ პლატფორმა Phubber-მა 700 000 ლარიანი ინვესტიცია მოიზიდა.

ამერიკელი ინვესტორის, GITA-სა და საქართველოს ბანკის მიერ Phubber-ისთვის გამოყოფილი თანხა სტარტაპის აპლიკაციის განვითარებას მოხმარდება. Phubber-ი 500 სტარტაპ ჯორჯიას აქსელერაციის პროგრამის მეორე რაუნდშიც გადავიდა და ის საქართველოს ბანკის მიერ გამოვლენილი ტოპ ხუთეულიდან ერთ-ერთია.

Phubber-ის დამფუძნებელი ანანო დოლაბერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ინვესტიციასა და კომპანიის გეგმებზე საუბრობს. 

„მეორედ გავიმარჯვეთ GITA-ს დაფინანსების პროგრამაში და საბოლოო ინვესტიცია 700 000 ლარია, რომელიც კომპანიას წლის ბოლომდე უნდა მოხმარდეს. მე და ჩემმა პარტნიორმა გიორგი ჩუგოშვილმა დავიწყეთ მცირე ბიუჯეტით, თუმცა დღეს უკვე ტექნოლოგიურადაც წინ ვართ,  ამ ინვესტიციით შევძლებთ კიდევ უფრო განვავითაროთ კომპანია და ავტომატიზაციის პროცესები, რაც დიდ მასშტაბებზე მუშაობის შესაძლებლობას მოგვცემს. რაც შეეხება პანდემიას, ძალიან კარგად შევძელით სიტუაციას მოვრგებოდით, იყო გამოწვევბი, მოგვიწია გუნდის დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანა, თუმცა აპრილ–მაისშიში გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი გვქონდა და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო,“– აღნიშნავს ანანო დოლაბერიძე.

Phubber-ის წარმომადგენლის თქმით, აპლიკაციასთან ერთად, 10 დღეში, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ საიტით, რაც კომპანიის მუშაობას უფრო პროდუქტიულს გახდის.

„ამ ეტაპზე ვხედავთ განვითარების პერსპექტივას გლობალურ ბაზარზე და ვფიქრობ, ეს დიდი გამოწვევაა, რადგან ბევრია სამუშაო 2 საუკეთესო სტარტაპს შორის მოსახვედრად. Phubber-ის მსგავსი აპლიკაციები ამერიკასა და ევროპაში მრავლადაა, ამიტომ გვინდა კავკასიის რეგიონი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა მოვიცვათ. პირველ ეტაპზე, განიხილება სომხეთი და აზერბაიჯანი,“ – ამბობს ფაბერის დამფუძნებელი.

სტარტაპს, რომელიც ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მყიდველებს გამყიდველებთან აკავშირებს, ამ ეტაპზე 70 ათასი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023