სტარტაპი
01/04/2022
Payze უკვე უზბეკეთშია – სტარტაპმა უზბეკეთის მარეგულირებლისგან საგადახდო ლიცენზია მიიღო
Payze-მ უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან საგადახდო ორგანიზაციის ლიცენზია მიიღო.
რიგორც კომპანიაში აცხადებენ იმ საერთაშორისო კომპანიებს, რომელთაც უზბეკეთის ბაზარზე შესვლა სურთ, უკვე შეუძლიათ, Payze-ს პლატფორმას შეუერთდნენ. უზბეკურ კომპანიებს კი შანსი აქვთ, ისარგებლონ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი საბარათე გადახდებით.
PAYZE ფინანსური ტექნოლოგიების სტარტაპია, რომლის მიზანიც ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის, მის მიერ მიწოდებული სერვისის სანაცვლოდ, ციფრული გადახდების მიღების გამარტივებაა. PAYZE-ს ტექნოლოგია ადამიანებს აძლევს საშუალებას ონლაინ გადახდები მიიღონ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერი ბარათით.