Payze და Agrolabs - გამარჯვებული კომპანიები სილიკონი ველიზე გასამგზავრებლად ემზადებიან
500Georgia პროგრამის მონაწილე ორი სტარტაპი Payze და Agrolabs სილიკონ ველიზე (Silicon Valley) გაემგზავრება.
კომპანიები 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
PAYZE არის სივრცე ელექტრონული კომერციის წარმომადგენლებისთვის, რომელიც მათი ოპერაციების სწრაფ მასშტაბირებას მოახდენს გადახდის ახალი, ადვილად ინტეგრირებადი პლატფორმის, საშუალებებისა და ავტომატიზირებული ტრანზაქციების სქემების მეშვეობით.
Agrolabs #500Georgia-ს ფინალისტი სტარტაპია, რომელიც ჭკვიანი ირიგაციის სისტემებით ეხმარება სათბურის ფერმერებს მოიყვანონ მეტი და უკეთესი მოსავალი.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups-ი შემოვიდა და უკვე მეორედ აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში 15 სტარტაპი შეარჩია.