სტარტაპი
15/03/2021

OMOFOX-ი მსხვილი ტვირთების გადაზიდვას ამარტივებს – როგორია კომპანიის გეგმები

ქართული სტარტაპი OMOFOX–ი მსხვილი ტვირთების გადაზიდვას ამარტივებს. კომპანიის სერვისი უფრო მოცულობით ტვირთებზე იქნება ორიენტირებული და მომხმარებელს გადაზიდვასთან დაკავშირებით ყველა სერვისს შესთავაზებს.

ახალი პლატფორმის მეშვეობით ნებისმიერი ზომის ტვირთის გადაზიდვა ერთი სივრციდან იქნება შესაძელებლი.

სულ ახლახანს, სტარტაპი OMOFOX–ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა. კომპანიის დამფუძნებლები მიღებულ თანხას სერვისის დახვეწასა და მომდევნო წლიდან უცხოურ ბაზრებზე გასვლას მოახმარენ.

კომპანის თანადამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ პროექტის დეტალებზე საუბრობს.

„მაგალითად, როდესაც მცირე ზომის ამანათს მისცემ ამერიკაში DHL–ს, საქართველოშიც იგივე კომპანია მოგიტანს, თუმცა დიდი ტვირთების შემთხვევაში იქმნება პრობლემა. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ, რომ ყველა ინფორმაცია, ამანათის ადგილმდებარეობა და სხვა დეტალები ნახონ ერთ სივრცეში, პლატფორმაზე. შედეგად, იზოგება დრო და აღარ უწევს ადამიანს შუალედური პროცესების გავლა,“ – აღნიშნავს მალხაზ ქიტუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ GITA–მ მსოფლიო ბანკის პროექტის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ნოემბერს მეექვსედ გამოაცხადა. 303 განაცხადიდან 20 გამარჯებული კომპანია საინვესტიციო კომიტეტმა დაასახელა.

Businesspartner