სტარტაპი
10/08/2022

Mercedes, Land Rover, Ferrari - თვითნასწავლი ოსტატის შექმნილი ხის მინი ავტომობილების კოლექცია

ვასილ ასპანიძე თვითნასწავლი ხის ოსტატია, რომელიც ხის უბრალო ნაჭრებისგან ავტომობილების მინი მოდელებს ქმნის.

როგორც თავად "ბიზნესპარტნიორთან" ყვება ეს საქმიანობა 2019 წელს დაიწყო, როდესაც განსაკუთრებული ადამიანისთვის ორიგინალური საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა.

"ამ დროს გამიჩნდა იდეა, რომ ხისგან ავტომობილი ამეწყო, სწორედ მაშინ გავაკეთე პირველი რეტრო ავტომობილი, მას შემდეგ უკვე შექმნილი მაქვს 15 მოდელი, როგორებიცაა: მერსედესი, ფერარი, ჰამერი, ბუგატი, ლენდროვერი, ვრანგლერი, ფორდი, როლსროისი, კვადრო, ბელაზი და ა.შ. ასევე მზად მაქვს უკვე 25 სხვადასხვა ავტომობილის ნახაზები, რომლებსაც მალე იხილავს ჩემი მომხმარებელი.

ნივთებს ვამზადებ ჩემთან სოფელში, წალკის რაიონში, სადაც პატარა სახელოსნო მაქვს.  ყველა ავტომობილი ხელნაკეთია, თითოეულ დეტალს ხელით ვჭრი და ვამუშავებ. ნაკეთობები დამზადებულია მხოლოდ ადგილობრივი, კაკლის ან წიფელის ხისგან და არ შეიცავს რკინის დეტალებს და მავნე ნივთიერებებს," – ამბობს ვასილ ასპანიძე.

მისივე თქმით, ხესთან მუშაობა საკმაოდ რთულია, რადგან განსაკუთრებულ უნარებსა და ჭრის პროცესში სიზუსტეს მოითხოვს. ამიტომ ერთი მოდელის დამზადებას დაახლოებით 3-4 დღე სჭირდება. ამ ეტაპზე, ნაკეთობები მხოლოდ ონლაინ იყიდება, ხოლო ფასები დამოკიდებულია მანქანის სირთულეზე და სიდიდეზე, ავტომობილების ფასები 100–დან 250 ლარამდე მერყეობს.

"რაც შეეხება მოთხოვნას, ინტერესი ძალიან დიდია, გაყიდვებიც მზარდია, მაგრამ დიდ რაოდენობაზე ჯერ არ ვმუშაობთ, თვეში დაახლოებით 10-15 მოდელი იყიდება. მოლაპარაკებები გვაქვს უცხოურ კომპანიასთან, რომელსაც სურვილი აქვს ჩემი ნაკეთობები ექსპორტზე გაიტანოს, რა შემთხვევაშიც აუცილებლად მომიწევს საწარმოს გაფართოება და ახალი დაზგა დანადგარების შეძენა, რაც თავის მხრივ საშუალებას მომცემს წარმოება გავზარდო, შესაბამისად ფასებიც დაიკლებს.

სამომავლოდ, დაფინანსების მიზნით რომელიმე კონკურსში მონაწილეობას ვგეგმავ და იმედი მაქვს მოვიპოვებ დაფინანსებას, რადგან ფინანსების გარეშე ძალიან გამიჭირდება ყველა იმ გეგმის განხორციელება, რაც საშუალებას მომცემს ჩვენს მომავალ თაობას შეუქმნათ ჯანსაღი და კრეატიული სათამაშოები," – აღნიშნავს ხის ოსტატი ვასილ ასპანიძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023