სტარტაპი
11/07/2022

Justpay – ციფრული ანგარიშსწორების ალტერნატიული საშუალება ბიზნესისთვის

სტარტაპი Justpay მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისთვის ალტერნატიული ციფრული ანგარიშსწორების საშუალებაა.

სტარტაპის დამფუძნებელი და CEO ნინო სანებლიძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ Justpay თითოეულ ბიზნესს საშუალებას აძლევს მიიღონ უსაფრთხო გადახდები პირდაპირ მათი მომხმარებლების საბანკო ბარათიდან, მარტივი საგადახდო ლინკის საშუალებით და ამ პროცესში არ ჭირდებათ არც ვებ-გვერდი ელკომერციის ფუნქციონალით და არც ფიზიკური პოს-ტერმინალი. 

"Web პლატფორმაზე მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელი იღებს წვდომას SAAS პორტალზე, სადაც ირჩევს მის პარტნიორ ბანკს ან ფეიმენთ გეითვეის და იწყებს სასურველი ინვოისის შექმნას, იქვე აგენერირებს საგადახდო ლინკს, რასაც რამდენიმე წამი სჭირდება. Საგადახდო ლინკი ეს არის ჩვეულებრივი ინტერენტ მისამართი, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ვებ-ბროუზერებში, თითოეული გადახდისთვის ის რა თქმა უნდა უნიკალურია და მისი მიწოდება კლიენტისთვის შეიძლება სხვადასხვა არხებით: მესენჯერი, სმს, ვოთსაპი, მეილი და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ის შეიძლება მიემაგროს ფეისბუქ ან ინსტაგრამ პოსტს ან ნებისმიერ ბანერს ინტერნეტ სივრცეში.

ჩვენი ბიზნეს მოდელი გულისხმობს 0.25% საკომისიოს თითოეული ტრანზაქციიდან. თუ ჩვენმა მომხმარებელმა გაყიდა 100 ლარის ღირებულების ნივთი ან სერვისი, ჩვენი საკომისიო იქნება მხოლოდ 25 თეთრი. Მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეს არ აქვს რაიმე სახის საწყისი ხარჯი პლატფორმის გამოყენების დასაწყებად, არც ყოველთვიური გადასახადი აქვს მეწარმეს, ის საკომისიოს გვიხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა თავადაც იღებს შემოსავალს."-ამბობს ნინო სანებლიძე.

მისივე თქმით, Justpay მომხმარებლებს ფეიმენთ ლინკის გენერაციას სთავაზობს, რომელიც თავის მხრივ მეწარმეებს საშუალებას გამოიყენონ ის მაქსიმალურად კრეატიულად მათთვის სასურველ არხებში. 

Justpay უკვე ხელმისაწვდომია და წარმატებით იყენებენ სხვადასხვა ტიპის ბიზნესები, მათ შორის რესტორნები, ონალიან მაღაზიები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ანგარიშსწორების ამ მეთოდის ინტეგრირება შესაძლებელია სოციალური მედიის არხებში,  პოსტებში, რეკლამებში და ტექსტურ შეტყობინებებში. შესაბამისად, ეფექტურად ერგება ნებისმიერ ბიზნეს მოდელს და მეწამეების უდიდეს ნაწილს შეუძლია გამოიყენოს ის საკუთარ საქმინობაში. 

"რა თქმა უნდა, Justpay-ის განვითარებას ქვეყნის გარეთაც ვხედავთ და გვინდა დავიწყოთ მეზობელი ქვეყნებით, Სწორედ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიზნით მივიღეთ მონაწილეობა GITA-ს საგრანტო კონკურსში და მოზიდული 150 000 ლარის უდიდესი ნაწილი ამ მიზნით იქნება გამოყენებული. ძალიან დაგვეხმარა GITA-ს მიერ ორგანიზებული საგრანტო კონკურსი, საინტერესო იყო როგორც მენტორების ფიდბექები, ასევე ჟიურის წევრების კითხვები და შეფასებები. Რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საგრანტო თანხა, მაგრამ ვფიქრობ არანაკლებ ღირებული იყო შერჩევის პროცესიც, დაწყებული ბიზნეს გეგმის მომზადებიდან და მასზე მიღებული კვალიფიციური უკუკავშირიდან, გაგრძლებული 1 კვირიანი ტრენინგებით."–ამბობს Justpay-ის CEO.