სტარტაპი
14/01/2021

ირაკლი ქაშიბაძე: UG Startup Factory-სთვის 2020 წელი ძალიან წარმატებული იყო

UG Startup Factory-ს დამფუძნებლის ირაკლი ქაშიბაძის თქმით, კომპანიისთვის 2020 წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

„პროგრამას ონლაინ რეჟიმში ვახორციელებდით. როგორც იცით, პროექტების პრეზენტაცია მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. ვიყენებთ 500 Startups-ის ფორმატსდა მნიშნელოვანია, რომ პირველებმა დავიწყეთ ამ ფორმატის გამოყენება.

დავამატეთ პიროვნული უნარებისა და თვისებების განვითარების მოდული, ასევე პრეაქსელერაციის პროგრამა. პირველ ნაწილში კონკრეტულ პიროვნებას ვეხმარებით, იდეის ფორმირებაში, კრეატიულობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, იმისათვის რომ მეწარმისთვის აუცილებელი უნარები შეიძინოს. მეორე ნაწილში მუშაობა მიმდინარეობს პროდუქტის დახვეწაზე. მათ შორის ვთანამშრომლობთ GITA-სთან, იმ თვალსაზრისით რომ პროექტს, რომელიც აქსელერაციაში ხვდება მინი (15 000 ლარი) გრანტების მოთხოვნაზე შეაქვს განაცხადი. ასევე გაიზარდა საერთაშორისო ინვესტორების რიცხვი, რომლებიც პროცესს აკვირდებიან. "საქართველოს უნივერსიტეტის" ფონდი, როგორც ადრე, ახლაც გადაარჩევს პროექტებს და დააფინანსებს. უკვე 6 პროექტი დააფინანსა უნივერსიტეტმა Startup Factory–ის ფარგლებში,“ – ამბობს ირაკლი ქაშიბაძე.

UG Startup Factory "საქართველოს უნივერსიტეტის" ბაზაზე მოქმედი ინოვაციების ცენტრია და ის სივრცის გაქირავებას, უფასო კონსულტაციას, საგანმანათლებლო აქტივობებსა და სხვა სერვისებს სთავაზობს კომპანიებს.