სტარტაპი
12/01/2021

ირაკლი ქაშიბაძე: 2020 წლის გამოწვევები ინოვატორებისთვის ახალ შესაძლებლობად იქცა

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე და Startup Factory-ს დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე გასულ წელს დადებითად აფასებს. მისი თქმით, 2020 წელი ყველა სექტორისთვის რთული იყო, თუმცა არსებული პრობლემები და გამოწვევები ზოგიერთი ინოვატორისა და სტარტაპისთვის ახალი იდეების და შესაძლებლობების მომტანი აღმოჩნდა.

„ვინც ეს შესაძლებლობები იდეებად აქცია, ბევრი საინტერესო, ახალი პროექტი წამოიწყო. კომპანიებმა, რომლებმაც გააცნობიერეს ტენდენციები დააჩქარეს ციფრული ტრანსფორმაცია, მაგრამ ტექნოლოგიების თანაბარ წვდომასთან და კვალიფიკაციის ზრდასთან დაკავშირებით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

ზოგადად საინტერესო წელია, განაცხადების თვალსაზრისითაც მატებაა და მოთხოვნა გაზრდილია. ასე რომ, ეს შანსი სწორად უნდა იყოს გამოყენებული როგორც სახელმწიფოს, ასევე ინოვატორების მხრიდან. ინოვაციების სააგენტოს მიერ ბოლოს ჩატარებულ კონკურსებში 300–ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, ადრე დაახლოებით 112 შემოდიოდა,“ – აღნიშნავს ირაკლი ქაშიბაძე.

 

Businesspartner