House of the future–მ 100 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა
სამშენებლო სისტემების კომპანია House of the future-მს GITA-ს 100 000 ლარიანი გრანტის მფლობელია.
კომპანია ბუნებრივ, განახლებად რესურსებს, ეკომეგობრულ, 100%-ით განახლებად და ყველაზე ჯანსაღ სამშენებლო მასალებს იყენებს.
სტარტაპ გამარჯვებულ 20 კომპანიას შორის საინვესტიციო კომიტეტმა დაასახელა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებით მარვინ ლიაო, ჯონათან თაუერი, ტიმ ვაგნერი, ანილ გეჯუანი, შალვა დაუშვილი.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ნოემბერს მეექვსედ გამოაცხადა. შემოსული 303 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ხუთი რაუნდის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 95 სტარტაპი.